Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 16 აპრილს გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 მარტამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

მოხსენებების თემატიკა უნდა ეხებოდეს ენათმეცნიერების, ქართული ენის, ქართული ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის საკითხებს, შედარებით კვლევებს.

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:

მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;

მსჯელობა – 5 წუთი.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა კონფერენციაში.

თეზისებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)

 

საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

თარიღი: 21/01/2026